Monday, 22 July 2013
ალბათ, თითოეულ ჩვენთაგანს გაგვიჭირდება იმის გახსენება რამდენჯერ "დაუფრთხია" დილის ტკბილი ძილი საწოლის თავთან მდგარ არც თუ ისე სასიამოვნო ხმიან, დიდ ციფერბლატიან მაღვიძარას, რომელიც თვალებანთებული, ბრაზიანი მეორე ნახევარივით წამოგდგომია თავს და თავში წამოთაქებასც კი გაიძულებს.ათეულ წელზე მეტია რაც იგი ჩვენს ტუმბოზე "ვნებიანად" და "მაცდურად" მონებივრე მობილურმა ტელეფონმა ჩაანაცვლა.
იმ დილასაც საკუთარი ტელეფონის მაღვიძარაზე დაყენებული საყვარელი მელოდია და მშვენიერი ამინდი სასიამოვნო დღეს მპირდებოდა. დამეთანხმებით,სიამოვნება იმაზეა დამოკიდებული რამდენად აღმოჩნდები მისთვის მზად. მზადება სურნელოვანი ყავით დავიწყე. უკანასკნელ ყლუპებს ვწრუპავდი, როდესაც საკუთარმა ჭკვიანმა ტელეფონმა შორეული ნაცნობის დაბადების თარიღი შემახსენა: "შენ?. .. ძალიან გამეხარდა შენი ხმის გაგონება. . . მაინც როგორ გაგახსენდა?" ვუსმენდი ნაცნობის მიერ ჩემს მიმართ გამოთქმულ თბილ სიტყვებს და სინდისი მქეჯნიდა, რადგანაც ვთვლიდი,რომ ამ სიტყვების ადრესატი ჩემი ტელეფონი უფრო იყო, ვიდრე მე. ის იყო ტელეფონი დავდე და წასასვლელად მომზადებას შევუდექი, რომ მასზე ესემეს შეტყობინების მაუწყებელი წრიპინი გაისმა. ჩემი ქსელი-ჯეოსელი მატყობინებდა: იმის გამო, რომ დროულად არ დავფარე ერთ თეთრიანი სასაუბროს ყოველთვიური გადასახადი მომსახურება დროებით გაითიშა. სახლიდან გამოსულს, დიდი ხნის უნახავ მეზობელთან შეხვედრამ და მონატრებულმა მზის სხივებმა სულ გადამავიწყა, რომ ჩემს ტელეფონზე არსებული ბალანსი სულს ღაფავდა. დღე მართლაც წარმატებული გამოდგა. საქმიანი შეხვედრიდან გამოსულს მზის მაგივრად სახეზე სასიამოვნო ნიავი მომელამუნა. თავისუფალი დროით ვისარგებლე და გეზი მეგობრის სახლისკენ ავიღე. მასთან საუბრით გართულმა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ნიავი ქარშ გადაზრდილიყო. მეგობარს საჩქაროდ დავემშვიდობე და სახლისკენ გავწიე. "მაინც როგორ გავს ეს მარტის ამინდები ქალის ხასიათს. . . უმიზეზოდ აფეთქდება ხოლმე..."-ვფიქრობდი ჩემთვის. ტრანსპორტის ფანჯრიდან ვხედავდი ქარი ძალას თანდათან ძალას იკებდა და უკვე საკუთარი ქუჩის ასახვევთან მისული საბოლოოდ დავწმუნდი, რომ ასეთ გრიგალში სახლამდე დამოუკიდებლად ვერ მივაღწევდი. არადა, ტელეფონზე დარჩენილ თანხაში ახლობლისთვის დახმარების თხოვნას ვერ ჩავატევდი. ჯეომხსნელის გამოყენებასაც აზრი არ ქონდა, რადგან დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ ის ვისთვისაც დახმარების თხოვნას ვაპირებდი საპასუხო ზარს ვერ განახორციელებდა. გამოსავალი სწრაფად უნდა მომეძებნა. მოვძებნე კიდეც: *115#. ჩემი ქსელი ხომ ამ გამოუვალ სიტუაციაშიც ჩემიანად რჩებოდა... ამ რამდენიმე დღის წინ,კომპანია ჯეოსელის სიახლეებს რომ ვეცნობოდი, რომლის მიხედვითაც კრედიტით სარგებლობა მისი აღებიდან მხოლოდ თხუთმეტი წუთის გასვლის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი უნებურად შევცბი, რადგან ეს შანსი იმ შემთხვევაში გამომადგებოდა, თუ ამ პირობით თხუთმეტი წუთს ტრანსპორტში გავატარებდი. ქარს აყოლილს კი უცხოსთან ან ბოძთან ჩახუტება ნამდვილა არ ამცდებოდა. უკვე გვიან, ნახევრად ძილში წასულმა ესემეს შეტყობინების ასოები ძლივს გავარჩიე. მეგობარი მის ცხოვრებაში მომხდარი სასიამოვნო ცვლილების შესახებ მწერდა. . . ძილბურანში წასულმა ძილი გავაგრძელე. დილით მისალოცად და დეტალური ინფორმაციის გასაგებად ორ რჩეულ ნომერს მესამეც დავუმატე.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment